ეკონომიკა

თურნავა: გახნილი ეკონომიკა ლარს დასტაბილურების საშუალებას მისცემს

18.09.20 17:40


ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, პანდემიამ საქართველოს ეკონომიკას დარტყმა მიაყენა, რაც უარყოფითად აისახა ლარის კურსზე.

 

თუმცა, მისი თქმით, ბიზნესს სერიოზული შეზღუდვები აღარ შეეხება. გახსნილი ეკონომიკა და აღდგენილი ფრენები კი, ლარს დასტაბილურების შესაძლებლობას მისცემს. ლარის კურსის დასასტაბილურებლად ეროვნული ბანკიც ფლობს შესაბამის რესურსს.

 

„ჩვენმა ეკონომიკამ დიდი დარტყმა მიიღო. 80%-ით და მეტით შემცირდა ტურისტულ ვიზიტორთა შემოსვლა, ძალიან დიდი პრობლემებია გლობალურ ბაზრებზე, საგარეო სავაჭრო ბრუნვა იკლებს, ეკონომიკა წელს დაიკლებს, რა თქმა უნდა ეს არ შეიძლება არ აისახებოდეს მათ შორის ჩვენი ეროვნული ვალუტის მდგომარეობაზე.

 

მაგრამ, მინდა დარწმუნებით ვთქვა, იმ გაჯანსაღების ნიშნების ფონზე, რომელიც მომავალში გაძლიერდება, გახსნილი ეკონომიკის, ფრენების ეტაპობრივად გახსნის და იმ ეფექტური ნაბიჯების ფონზე, რასაც ჩვენ ვდგამთ ვირუსის შემდგომი მართვის მიმართულებით, ასევე იმ ფონზე, როცა სერიოზული შეზღუდვები ბიზნესს არ ექნება, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა შეიძლება იცვლებოდეს, ეს მოხსნის სკეპტიკურ მოლოდინებს და მისცემს საშუალებას ლარის კურსს, დასტაბილურდეს.

 

მთელი ჩვენი ეკონომიკური გუნდი, მათ შორის ეროვნული ბანკი ამ მიმართულებით ეფექტური ნაბიჯების გადადგმის პროცესში ვართ. მათ შორის ეროვნული ბანკი საკმარის რესურსს ფლობს, იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში დავასტაბილუროთ ეროვნული ვალუტა და ეს პრობლემა მეტნაკლებად მოიხსნება დღის წესრიგიდან“,- განაცხადა ნათია თურნავამ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას, სადაც მას ინტერპელაციის წესით მოუსმინეს.

 

ბოლო მონაცემებით, ლარი 3,39 თეთრით გაუფასურდა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები