პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: ხმები, რომელიც ენმ-სთან არ წავა, ვისურვებდი, წავიდეს სხვა ოპოზიურ ძალებში

21.09.20 12:00


საქარათველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სურვილია, ხმები რომელიც ენმ-სთან არ წავა, ამ არჩევნებზე, გადანაწილდეს არა ივანიშვილის, არამედ სხვა ოპოზიციურ პარტიებში.მისი თქმით, არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს და ამიტომ “ერთმანეთისთვის ე.წ. მეგობრული ცეცხლის გახსნით არ დავაზიანოთ საერთო ინტერესები”.

 

“თავიდანვე ჩვენი შეთავაზება იყო ერთიანი სიის ფორმირება და ივანიშვილის ამ გზით დამარცხება. რადგან ეს ამ ფორმით არ გამოვიდა, ბუნებრივია, ნაციონალური მოძრაობა ამ არჩევნებზე იბრძვის მაქსიმალური რაოდენობის ხმების და ამავე დროს უმრავლესობის მოსაპოვებლად.


ამასთან, რა თქმა უნდა, ვისურვებ, რომ ყველა ხმა, რომელიც არ მიემართება ნაციონალური მოძრაობის და მის ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფების მხადასაჭერად, წავიდეს არა ივანიშვილის, არამედ სხვა ოპოზიციური ძალებისაკენ.


არჩვენებში გამარჯვების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით ძალიან გახსნილები, რათა ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურ ძალებთან და საქართველოს შემდგომი მთავრობა აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ფართო სოციალურ-პოლიტიკური ინტერესებით წარმოდგენილი და ინკლუზიური.” - წერს სააკაშვილი ფეისბუქ პოსტში.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები