პოლიტიკა

„თავისუფალმა საქართველომ“ რუსთავისა და ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

21.09.20 12:20


რუსთავში პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ რუსთავისა და ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

 

რუსთავში მაჟორიტარობისთვის ლაშა მაჭარაშვილი, მარნეულსა და გარდაბანში ნატალია გელაზონია, ხოლო დმანისში, წალკაში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში დარეჯან პეტრიაშვილი იბრძოლებს.

 

პარტიის ლიდერის, კახა კუკავას განმარტებით, მთავარი პრიორიტეტი ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია იქნება.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები