ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი XII თავი II

09.09.16 17:20


ქარელის რაიონი
1. დირბი, ,,სურბ ასტვაწაწინ“, სოფელში, 1840 წლის დეკემბერი ჩაშენებულია ხაჩქარები- 1456, 1468 ეპიგრაფიკით. დგას „ამ ეკლესიის რესტავრაციის დროს მის კედელში იქნა ნანახი ქართულ წარწერიანი ქვა. ეს წარწერა შიგნით მხარეს იყო მოქცეული და დაფარულია. *

2. ბრეთი ,,სურბ-გრიგორ ლუსავორიჩ“(წმ. გრიგორ განმანათლებელი ბ.ა), 1649 წლიდან ,,სურბ-მარინეა“. დგას.

3. დირბი ,,სურბ თოვმა“, XII ს.

4. რუისი- ,,სურბ-ასტვაწაწინ“, სოფელში, 1840 წ.

5. ატოცი - ,,სურბ-ასტვაწაწინ“, სოფლის ცენტრში, XIX-ს. დგას.

პ. მურადიანი ცდილობს დირბის ეკლესიის კედლებში ჩადგმული ხაჩქარები ამ ეკლესიის თანადროულად წარმოაჩინოს, მაგრამ მისი არგუმენტები არადამაჯერებელია. ადგილზე შევამოწმე ხაჩქარები და ეტყობა მოგვიანებით არის ჩადგმული ამ ეკლესიის დაჩემების მიზნით, რაც ჩვეულებრივი ქმედება იყო, ზოგიერთი სომეხი სასულიერო თუ საერო პირის მხრიდან. ბრეთა ალექსანდრე I-მა XV -XVI ს-ის მიჯნაზე სვეტიცხოვლის მონასტერს შესწირა. XV- XVI ს.ს-ში ბრეთის ხევის ნაწილი და ურბნისის მონასტერმა თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია.

იგი საკმაო რაოდენობის მამულს ფლობდა და თავისი მოურავიც ჰყავდა. XVII- XVIII ს. ს-ში ზემო ქართლის ავალიშვილების სათავადოს ჩამოყალიბების შემდეგი სოფელი ბრეთა ავალიშვილთა საკუთრება გახდა. ზემო ქართლის სადროშოში შედიოდა, რომელსაც ამილახვრები სარდლობდნენ.

თუ არსებობს ქართველი თავადების ამილახვართა ან ავალიშვილთა გაცემული სიგელი ბრეთის ეკლესიების აგების თაობაზე სომხურმა მხარემ უნდა წარმოადგინოს....

რაც შეეხება ატოცის ,,სურბ-ასტვაწაწინ“, რუისის- ,, სურბ-ასტვაწაწინ“ ეკლესიებს ისინი აშენებულნი არიან XIXს- ში თუ არის მათი აგების შესახებ რუსეთის იმპერატორის ,,პრიკაზი“ ბათილია, რადგან საქართველო არ იყო რუსეთის სამართალმემკვიდრე, მათ გადაცემაზე საუბარიც ზედმეტია.


მცხეთის რაიონი

1.გლდანი ,,სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“(,,სურბ-გევროგ“),1897 წ. სოფ გლდანის სასაფლაოზე, აღდგენილია 1902 წ. თვით სასაფლაო XV- XVI ს.ს, იქ ყოფილა XV- XVIს.ს დათარიღებული ხაჩქარი, როგორც ჩანს , ასევე ყოფილა უფრო ძველი ეკლესია იმავე საუკუნეების.

2.გლდანი-სოფ.გლდანულას აბოვიანების საგვარეულო ეკლესია და სამარხი XIX ს-ში.

3.გლდანი- სამლოცველო ეკლესია სოფელში, XIX –XX ს.ს ( შედარებით ძველი ეკლესიის ადგილზე), დგას სომხურ სასაფლაოზე.

4. ვაზისუბანი( ყოფილი დამპალო) ,,სურბ- ნშანი“(გუმბათოვანი), სომხურ სასაფლაოზე XVI ს. დგას.

5. დიღომი- ,,სურბ კარმირ კირაკი“ , სოფელში XIX ს-ის შუა ხანებში.

6.ლისი- ეკლესია ,,სურბ გევორგ“, სოფელში, 1886-1896 წ.წ.

7.ძეგვი- ,,სურბ-ასტვაწაწინ, სოფელში, XIX ს-ის პირველი ნახევარი.

8. ძეგვი- ,,სურბ-გევორგ“ ეკლესია (თელეთის სურბ გევორგ) სოფლის აღმოსავლეთით სომხურ სასაფლაოზე. დასავლეთ კედელზე სომხურ- ქართულ წარწერაში აღნიშნულია აშენების თარიღი 1865 წ, დგას.

9.მცხეთა- ,,სურბ-ასტვაწაწინ“, 1851 წ.

10. მუხრანი- ,,სურბ გევორგ ლუსავორიჩ“, 1843 წ.

11. მუხრანი- ,,სურბ- გევორგ“ ახალ სომხურ სასაფლაოზე, XIXს.

12. მუხრანი-,,სურბ ასტვაწაწინ“ ძველ სომხურ სასაფლაოზე, მოხსენიებულია XIX ს-ში.

13. ნახშირგორა- ,,სურბ- ასტვაწაწინ ვერაფოხმან“ ეკლესია, 1835-იანი წლები.

14. ნიჩბისი-,,სურბ-ნიკოღაოს“ (,,სურბ- გევორქ“) აღდგენილია XIX ს-ში.

15. ქანდა- ,,სურბ-ასტვაწაწინ“ სოფლის გარე უბანი, 1471 წ.

ქართველთა უძველესი დედაქალაქის მცხეთის ხანგრძლივ ისტორიას ვერ გავყვებით მაგრამ ერთი კი უნდა აღვნიშნო.

პ. მურადიანის მიერ მოტანილი არგუმენტები ,, ევსტატე მცხეთელის“ ავტორი მცხეთის მკვიდრთა შორის( ურიები, სირიელები,სპარსები) არ მოიხსენიებს სომხებს, თითქოს აიხსნება „Здесь следует учесть что обсоятельство в глазах единоверно с армянами автор-грузина армянской общины ничем не отличалась от грузинской поэтму и упомнить ее в автограффическом сочинении не было особой необходимости“ .

ევსტატე მცხეთელის ავტორი მცხეთის მცხოვრებლებს ეროვნების მიხედვით ჩამოთვლის და არა მათი აღმსარებლობის მიხედვით. რატომ ჰგონია მურადიანს ამ დროს (VI) ქართველთა და სომხებს შორის ეროვნული განსხვავება წაშლილი იყო. მას ამის არავითარი საფუძველი არ აქვს, რაც შეეხება ერთმორწმუნეობას ჯერ კიდე გასარკვევია, რადგან სარწმუნოების ნიადაგზე უკვე დაწყებული იყო ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის ურთიერთდაპირისპირება, რაც საბოლოოდ განხეთქილებით დამთავრდა (607-608წ.წ). ასე რომ ევსტატე მცხეთელის წამების მცხეთაში დაწერის ხანაში არ არსებობდა სომხური თემი და ამიტომაც არ არის მოხსენიებული თხზულებაში.

მაგრამ მურადიანი ვერ შეგუებია სომხების არ არსებობას მცხეთაში. აიღო და მცხეთის ჯვრის ტაძარი სომეხი თოდოსაკის არქიტექტორის თუ ხელოსნის აშენებულად გამოაცხადა. აქაც უმტყუნა ბედმა და თოდოსაკი სომეხი კი არა ბერძენი ეროვნების აღმოჩნდა.

ახლა განვიხილოთ ეპ.მირზახანიანის მიერ წარმოდგენილი საპრეტენზიო სიაში მცხეთისა და მის რაიონში არსებული ეკლესიები. მცხეთაში არის ერთადერთი ეკლესია, რომელიც 1851წ. არის აგებული- ,,სურბ-ასტვაწაწინ“, ეს ეკლესია არ ექვემდებარება გადაცემას, რადგან მეფის რუსეთის პერიოდშია აშენებული და რუსის იმპერატორის ,,პრიკაზიც“ რომ იყოს მისი აშენების შესახებ, იურიდიული ძალის არ მქონეა, რადგან საქართველო არ იყო მეფის რუსეთის სამართალმემკვიდრე.

წაკითხულია : 1072


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები