პოლიტიკა

ოცნების ღონისძიებაზე მისვლა არ ნიშნავს მხარდაჭერას - მეუფე შიო

21.09.20 14:20


პარტიარქის მოსაყდრის მეუფე შიოს განცხადებით, ქართული ოცნების ღონისძიებაზე დასწრება მხარდაჭერას არ ნიშნავს."მანდ მისვლა არ ნიშნავს მხარდაჭერას, მხარდაჭერა არის განცხადება სიტყვიერად, მოწოდება მხარდაჭერისკენ", - უთხრა მან მედიას.

 

მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსპიკერი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მღვდელმთავრები პარტიულ ღონისძიებებზე მისვლით კანონს არ არღვევენ და ეს მათი თავისუფალი გადაწყვეტილების საკითხია.

 

არჩევნების წინ ქართული ოცნების საარჩევნო ღონისძიებებს სხვადასხვა რეგიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი ეპარქიის წინამძღვრები პერმანენტულად ესწრებიან.

 

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები