საზოგადოება

შსს-ს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

21.09.20 15:00


ბოლო 24 საათში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, მათგან 10 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა:

 

2 შემთხვევა დაფიქსირებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტში;


3 შემთხვევა კი - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სახაზო
სამსახურში;


კორონავირუსის 1 ფაქტი დადასტურდა ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურშიც;


1 შემთხვევა გამოვლინდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში;


1 შემთხვევა დაფიქსირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს
დასავლეთ საქართველოს სამსახურში;


2 შემთხვევა დადასტურდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის
სამმართველოში.


აგრეთვე, შსს-ს ინფორმაცით, კორონავირუსის 1 შემთხვევა გამოვლინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს
თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 1 შემთხვევა
დაფიქსირდა თბილისში - დაცვის პოლიციის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოში.

 

კორონავირუსი დაუდასტურდა განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს თანამშრომელს სამეგრელოში.

 

„შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობებს კი, სადაც ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, სრული დეზინფექცია ჩაუტარდა.

 

ცამეტივე თანამშრომელს უტარდება შესაბამისი მკურნალობა. მათი მდგომარეობა სტაბილურია“,- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები