პოლიტიკა

გიგი უგულავა - ძალიან სამწუხაროა, მაგრამ „ენმ“ და „ქართული ოცნება“ სურვილებში ხშირად ერთმანეთს ემსგავსებიან

21.09.20 17:20


მიხეილ სააკაშვილი იყო ამ ქვეყნის პირველი პირი და შესაბამისად, 2020 წელს, მისი შეთავაზება არის უბრალოდ წარსულის შეთავაზება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ განაცხადა, რითაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

 

ამასთან, უგულავა სააკაშვილის განცხადებას არაადეკვატურს უწოდებს.

 

„სამწუხაროდ აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადება ვიხილეთ, ბატონმა სააკაშვილმა ერთი კვირაც ვერ გაძლო, რომ გამოეჩინა თავისი რეალური სურვილი, ის რაც საზოგადოებას სთავაზობს, ანუ საკუთარ თავს პირველ პირად. ეს უკვე არის წარსული, სააკაშვილი იყო ამ ქვეყნის პირველი პირი და შესაბამისად, 2020 წელს, მისი თავიდან შეთავაზება არის უბრალოდ წარსულის შეთავაზება. ივანიშვილს სურს შეინარჩუნოს სტატუს-კვო, ანუ, ის ჭაობი, სადაც მან ქვეყანა ჩაიყვანა, ხოლო სააკაშვილი სთავაზობს წარსულს. ქვეყანას კი სჭირდება მომავალი, გარდამტეხი ცვლილებები მომავლისაკენ. აქედან გამომდინარე, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ „ენმ“ და „ქართული ოცნება“ თავის მიმართებებსა და სურვილებში ხშირად ერთმანეთს ემსგავსებიან“, - განაცხადა - გიგი უგულავამ.

 

აღნიშნულ კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები