პოლიტიკა
22.09.20 12:20
ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, დღეიდან ევროპული საქართველო მოსახლეობას დაურიგებს ვალდებულებათა ბარათს, რომელიც რიგ რეფორმებს მოიცავს, რომელთა შესრულების ვალდებულებასაც იღებს ევროპული საქართველო.
დავით ბაქრაძის თქმით, ეს არ არის მხოლოდ დაპირება, და ევროპული საქართველო ხელშეკრულებას დებს მოქალაქეებთან, სადაც ყველა ვალდებულებაზეა საუბარი.
დავით ბაქრაძის თქმით, ვალდებულებათა ბარათი და ხელშეკრულება ხალხთან ნათლად აჩვენებს, თუ რას უნდა დაუჭიროს მოსახლეობამ მხარი ოქტომბრის არჩევნებზე და ვის უნდა მოთხოვოს პასუხი, თუ ეს დაპირება არ შესრულდა.
"ქვეყანა შესულია ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონოიკურ კრიზისში და ამ კრიზისიდან გამოყვანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს მომავლისთვის. ასეთი გეგმა გააჩნია "ევროპულ საქართველოს". ჩვენთვის ეს არ არის დაპირება, რადგან სიტყვა "დაპირებამ" ფასი აბსოლუტურად დაკარგა. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას საქართველოს მოსახლეობის წინაშე და ამ ვალდებულებაზე თითოეული ჩვენთაგანი ვაგებთ პასუხს.
ეს ვალდებულებაა ის, რომ გადასახადებს შევამცირებთ და მათი შემცირების შემდეგ, ყოველწლიურად შევქმნით ქვეყანაში 100 ათას სამუშაო ადგილს და თითოეულ ოჯახს დავუზოგავთ ყოველწლიურად 2000 ლარს.
ვალდებულებაა, რომ პენსიას, სოციალურ დახმარებას და დევნილთა დახმარებას ვალდებულებაა, რომ სახელმწიფოს ხელში არსებულ ქონებას გადავცემთ კერძო საკუთრებაში ადამიანებს, რომ ქონება გამოიყენოს ხალხმა და არა მთავრობამ
ვალდებულებაა, რომ ქვეყანაში მოვიწვევთ უცხოელ მოსამართლეებს, ავამუშავებთ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუს და ქვეყანაში გვეყოლება თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო.
ყველა ეს ვალდებულება გახლავთ აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს ძალიან მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან და ჩვენ გვაქვს გაწერილი გეგმა და ვალდებულებები და დღეიდან ჩვენი გუნდი მოსახლეობას დაურიგებს ამ ვალდებულებათა ბარათს და თითოეულ ადამიანს ეცოდინება რას აძლევს ხმას არჩევნებზე, რას უნდა ელოდოს და ვის უნდა მოთხოვოს პასუხი, თუ ეს დაპირებები არ შესრულდა.
გვექნება ორი დოკუმენტი, ერთი არის ვალდებულებათა ბარათი, სადაც მოკლედ არის გაწერილი ყველა ის ვალდებულება, რასაც ვიღებთ. მეორე იქნება ხელშეკრულება ხალხთან, რომელზეც იქნება პარტიის ლიდერების ხელმოწერა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პირადად ვაგებთ პასუხს ყველა იმ ვალდებულებაზე, რასაც ხალხის წინაშე ვიღებთ. მას ექნება პოლიტიკური ვალდებულებითი ძალა და ეს არ იქნება ჰაერში გასროლილი დაპირება",-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 325
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24
-
17:4022.04.24
-
17:2022.04.24
-
16:5722.04.24
-
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა
16:2522.04.24
-
16:0522.04.24
-
მამუკა მდინარაძე -29 აპრილის სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია
15:4322.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
15:2222.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
14:5922.04.24
-
14:3022.04.24
-
14:0522.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ეროვნული მნიშვნელობის საკითხები დროულად იყოს განხილული
13:2522.04.24
-
სამინისტრო - ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ახალი პროექტი იწყება
13:0022.04.24
-
მარიამ ქვრივიშვილი - 2024 წლის სამ თვეში საქართველომ უკვე მილიონ ტურისტს უმასპინძლა
12:3122.04.24
-
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
12:0322.04.24
-
გურამ მაჭარაშვილი - სუვერენიტეტის შეზღუდვა სარწმუნოების გაქრობის ფონზე ხდება
11:3922.04.24
-
11:1522.04.24
-
10:4022.04.24
-
სუს-ი - მთელი ღამე მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები
10:0022.04.24
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24