პოლიტიკა

"ხელისუფლება მკვლელების ნაცვლად ადვოკატებს ერჩის"- ბაჩალიაშვილები ადვოკატის დაკავების შემთხვევაში აქციებით იმუქრებიან

22.09.20 14:20


გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ პროკურატურა ადვოკატ მიხეილ რამიშვილის დაპატიმრებას ცდილობს.შვილმკვდარი დედა ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ ადვოკატის დაპატიმრებას ფართომასშტაბიანი აქციები მოჰყვება.

"ხელისუფლება მკვლელების ნაცვლად ადვოკატებს

ერჩის, ადვოკატიჭამია გენერალური პროკურორი გვყავს. რომელი საქმე გამოიძია ბოლომდე? ებრძვის ადვოკატს, რომელმაც მტკიცებულებების შეგროვება დაიწყო.

პროკურატურას ყურადღების სხვა თემაზე გადატანა სურს. პროკურატურა თუ დააკავებს რამიშვილს, ჩვენ ფართომასშტაბიან აქციას მოვაწყობთ, ისეთს კი არა, აქამდე რომ თავს ვიკავებდი და შემოთავაზებებზე უარს ვამბობდი, ახლა სატანასაც კი მივყიდი სულს, რათა სიმართლე დავამტკიცო"- უთხრა "ნიუპოსტს" თეონა თამაზაშვილმა.

 

პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმეში მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიკაციის საქმეეზე გამოძიება რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

 

საქმე ეხება სატელიტის ფოტოებს, რომლსაც პროკურატურა დამონტაჟებულსა და ყალბს უწოდებს.

 

ცნობილია, რომ რამიშვილს აღნიშნული ფოტოები დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა. ფურცხვანიძე ირწმუნება, რომ გამოკითხვისას დაასახელა წყარო, ვინც სატელიტის ფოტოები გადასცა.

 

გუშინ კი გაირკვა, რომ ადვოკატს ტელეფონი ჩამოართვეს. თავად რამიშვილი ამ ფაქტს საქმის ჩამოშორების სურვილს უკავშირებს.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები