საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: გრიპის ვაქცინაცია შესაძლებელია მთელი სეზონის განმავლობაში

22.09.20 16:20


ჩვენ ვაქცინაციას ვიწყებთ ოქტომბრის მეორე ნახევრიდან, ოქტომბრის ბოლოდან, ნოემბერი, დეკემბერი და ვაქცინაცია შესაძლებელია მთელი სეზონის განმავლობაში- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს ორსულები წარმოადგენენ.

 

„არც ერთი ქვეყანა არ აკეთებს გრიპის მანდატორულ ვაქცინაციას. ის არის ნებაყოფლობითი. ჩვენ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კულტურა დავნერგეთ 2015-2015 წლიდან“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

მისივე თქმით, წელს სახელმწიფომ 135 000 ვაქცინა იყიდა, რომლებიც ოქტომბრის პირველ რიცხებში უნდა შემოვიდეს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები