პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შეხვდა

23.09.20 10:15


„სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე გუნდის სხვა ლიდერებთან თეონა აქუბარდიასა და სერგო ჩიხლაძესთან ერთად, გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შეხვდა. შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემოსა და პარტიისთან დაკავშირებულ კამპანიის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრეს.

 

„ დღეს „სტრატეგია აღმაშენებლის" სხვა ლიდერებთან ერთად გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შევხდით, სადაც ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო გარემოსა და პარტიისთან დაკავშირებულ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ვისაუბრეთ. შეხვედრაზე ხაზი გავუსვით არჩევნებზე პარტნიორი ქვეყნების დამკვირვებლების მნიშვნელობას და მათ როლს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის. აღსანიშნავია, რომ პარტნიორი ქვეყნების ელჩებს დიდი დამსახურება მიუძღვით 8 მარტის შეთანხმების მიღწევაში და აქვე მინდა ხაზი გავუსვა საარჩევნო პერიოდში მათთან რეგულარული შეხვედრების ჩატარების მნიშვნელობას. მინდა მადლობა გადავუხადო გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის" -აღნიშნა ვაშაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები