პოლიტიკა
23.09.20 11:15
ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე და პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში, გიორგი ღვინიაშვილი, საგარეჯოს მოსახლეობას შეხვდენენ და მათ პარტიის პროგრამა გააცნეს.
პარტიის ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ქვეყანაში არსებული უიმედობა, უპერსპექტივობა, სიღარიბე და უმუშევრობა 31 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.
გიორგი ღვინიაშვილის თქმით, ევროპულ საქართველოს აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება და მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები.
„ქვეყანა შესულია უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში, ადამიანებს აწუხებთ უმუშევრობა, ყოველდღიურად უფასურდება ლარი, მატულობს სიღარიბე და გაჭირვება და ამდროს გვყავს თვითკმაყოფილებაში ჩაძირული მთავრობა, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი უნდა გაგრძელდეს ასე.
ამრიგად, ერთადერთი გამოსავალი ცხოვრების შესაცვლელად, ეს გახლავთ 31 ოქტომბრის არჩევნებზე გარდამტეხი ცვლილებების მოტანა. ევროპული საქართველო არის ის გუნდი, რომელიც ამ ქვეყანაში მოიტანს გარდამტეხ ეკონომიკურ ცვლილებებს, რომელიც საკუთარი გეგმით და პროგრამით შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, შეაჩერებს ფასების ზრდას და ვალუტის გაუფასურებას და ეს არის ის გუნდი, რომელსაც შეუძლია, რომ იმ უიმედობის, გაჭირვების ოკეანიდან, რომელშიც დღეს არის ჩვენი ხალხი, გაჩვენოთ სწორი გამოსავალი და იყოს თქვენი გზამკვლევი ჩვენი ოჯახებისა და შვილების უკეთესი მომავლისაკენ.“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
„დღეს ჩვენ შევხდით საგარეჯოს ამომრჩეველს, ჩვენ მათ გავაცანით ჩვენი პროგრამა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ მძიმე ვითარებიდან, საარჩევნო კამპანია მიდის ინტენსიურად და დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ამ ოლქში გავიმარჯვებთ.
ჩვენ გვაქვს კონრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები და როგორ მოვუტანოთ თითოეულ ადამიანს კეთილდღეობა. გადასახადების შემცირებით და ბიუროკრატიული ხარჯის 2 მლრდ. ლარის შემცირებით, თითოეულ ოჯახს ყოველწლიურად, საშუალოდ, 2000 ლარით მეტი დარჩება. სასამართლო და საპოლიციო რეფორმები ნიშნავს მეტ ინვესტიციას ქვეყანაში და ეკონიმიკის გაძლიერებას. რეალური თვითმართველობა ყველა ქალაქს ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივები თვითონ გადაწყვეტენ რა არის მნიშვნელოვანი მათთვის.
სახელმწიფო ქონებაში არსებული მიწის ხალხისთვის გადაცემით, მოსახლეობა მიიღებს იმ ქონებას, რაც ეკუთვნით მათ. ამ გეგმით, ქვეყანაში მოხდება გარდამტეხი ცვლილებები, ევროპული საქართველი კი იქნება კომპასი, რომელიც ქვეყანას სწორი გზით წაიყვანს.“ - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 253
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24