საზოგადოება

თბილისის შემოსავლელი გზის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდა

09.09.16 18:25


საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოლითი საავტომობილო გზის 14,7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდა. განახლებული გზა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გივი ჩოჩიამ დაათვალიერა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტირებული მონაკვეთი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებზე გამარჯვებასა და გარდაბანზე გადის და უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც საერთაშორისო სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვისთვის, ასევე სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით.

პროექტის ფარგლებში მთლიანად აღდგა გზის სავალი ნაწილი, დაიგო ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარი; მოეწყო მოსახლეობის ეზოში შესასვლელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნები, ავტოპავილიონები, ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები, გვერდულები, კიუვეტები, გაბიონები და საგზაო ნიშნები. ასევე, განხორციელდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

დასრულებული სამუშოები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის დეკემბერში დაიწყო. პროექტი, რომლის ღირებულება 12 მილიონ 121 ათასი ლარია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები