პოლიტიკა

მამუკა ტუსკაძე - შსს-ს უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სამინისტრო უნდა ეწოდოს

23.09.20 12:20


„შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უნდა ერქვას შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბევრად მართებული იქნება, თუ მას უსაფრთხოების და მართლწესრიგის სამინისტროს დავარქმევთ“ , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, მამუკა ტუსკაძემ განაცხადა. მისი თქმით, ჩვენ ისეთი ქვეყანა გვჭირდება, სადაც თითოეული ადამიანის უფლება მაქსიმალურად იქნება დაცული.

 

„ჩვენ გვჭირდება სტრუქტურა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოებაზე და მართლწესრიგზე იქნება ორიენტირებული. უსაფრთხოება გულისხმობს ქვეყნის შიდა და გარე უსაფრთხოებას, ანტიტერორისტულ, ანტიკორუფციულ და კრიზისული მართვის სამსახურებსაც. არც ერთ ქვეყანას არ სჭირდება „ბლატნოი“ პოლიციელები.

ვფიქრობთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უნდა ერქვას შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვფიქრობ, ბევრად უფრო სწორი იქნება, თუ მას უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სამინისტროს დავარქმევთ. მართლწესრიგის სამინისტრო უფრო ეფექტურად იმუშავებს არა რეჟიმზე, არამედ დისციპლინაზე. მართლწესრიგის სიმეტრიულია დაისციპლინა, ხოლო შსს-ს სიმეტრიულია ავტოკრატია და დიქტატურა, ანუ რეჟიმი“- აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები