პოლიტიკა

ივანიშვილის დავალება ძალოვანებს - "ენმ-ის საარჩევნო კომისიის წევრებს ცრუ მითითებებს სუს-ის დავალებით აძლევდნენ დასაბოტაჟისკენ მოუწოდებენ

23.09.20 14:20


“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ თინა ბოკუჩავას განცხადებით, გუშინ, დღის მეორე ნახევარში პარტიის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს - ტყიბულში, ვანში, გორში, შუახევში , საგარეჯოსა და გურჯაანში ყალბი იდენტობის მქონე პიროვნება დაუკავშირდა, რომელიც მათ შეცდომაში შეყვანას ცდილობდა.ეს პიროვნება ამბობდა, რომ მას ჰქვია გიორგი ნოზაძე, ზარები განხორციელდა შემდეგი ნომრიდან - 551-15-49-73.

 

ეს პიროვნება იძლეოდა ყალბ ინსტრუქციებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ, არჩევნების საბოტაჟის, დესტაბილიზაციისა და რევოლიციური სცენარის მითითებებით.

 

 

 

როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული პიროვნება არის ყალბი იდენტობის, რომელიც სუსი-ს დაკვეთით შეიქმნა საარჩევნო პროცესების საბოტაჟირების მიზნით და ჩვენ მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს, გამოიძიონ აღნიშნული საკითხი.

 

ჩვენს მიერ გადამოწმდა აღნიშნული ტელეფონის ნომერი და გაირკვა, რომ ეს ტელეფონის ნომერი რეგისტრირებული არ არის ვინმე გიორგი ნოზაძის სახელზე, არამედ რეგისტრირებულია ალუდა ჯანხოთელზე, რომლის იდენტობ

ა არ იძებნება „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ სიაში.

 

ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს სუსი-ს პროექტი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ხორციელდება, რომელიც ძალიან კარგად ხედავს, რომ ქართული ოცნება აგებს 31 ოქტომბრის არჩევნებს.

 

ჩვენ შევიტანთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სარჩელს მთავარ პროკურატურაში , რათა გამოიძიონ რეალურად ვინ ატარებს ამ ნომერს, რეალურად ვისი დაკვეთით ხორციელდებოდა ეს ზარები.

 

ჩვენ გვერდში გვიდგას საერთაშორისო საზოგადოება, რომელმაც მიუხედავად ამ გლობალური პანდემიისა გამოაგზავნა დამკვირვებლები არჩევნებისთვის. ამ მიზანში ჩვენ გვერდში გვიდგას ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალებით ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ სამართლიან დემოკრატიულ არჩევნებს და არა იმ საბოტაჟურ პროცესებს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ამ მეთოდებით მიმართავს“ - განაცხადა თიკა ბოკუჩავამ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები