პოლიტიკა
23.09.20 14:40
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის შეფასებით, ლარის კურსის გასამყარებლად ერთადერთი გზა ხელისუფლების ცვლილებაა. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, ახლა ეკონომიკაში საშინელი, ნეგატიური მოლოდინებია, რადგან კრიზისის დროს „ქართული ოცნების“ მთავრობამ არაფერი გააკეთა.
„ლარის კურსი დრამატულ ვარდნას განაგრძობს და დღეს ეროვნული ბანკი ჩვენი 40 მილიონი დოლარის დახარჯვას აპირებს. სამწუხაროდ, დახარჯულმა ჩვენმა ფულმა არაფერი შედეგი არ გამოიღო, ასევე იქნება 40 მილიონი დოლარის შემთხვევაშიც.
ბოლო 4 დღის მანძილზე ქართველ და უცხოელ ფინანსისტებთან ერთად დღე და ღამე ვიმუშავეთ იმისთვის, რომ მიგვეკვლია რაიმე ფორმულისთვის, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ლარის კურსი გამყარდეს, თუნდაც საჯაროდ შეგვეთავაზებინა ეს ხელისუფლებისთვის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ლარის კურსმა გამყარება და მკვეთრად გაუმჯობესება დაიწყოს, ხელისუფლების ცვლილებაა. სხვა გზა არ არსებობს, გარდა ხელისუფლების ცვლილებისა და გეტყვით რატომ - ახლა ეკონომიკაში საშინელი, ნეგატიური მოლოდინებია, რადგან არაფერი გააკეთა კრიზისის დროს „ქართული ოცნების“ მთავრობამ, არაფერი შესთავაზა მცირე და საშუალო ბიზნესს, მხარი არ დაუჭირა მათ, ახალი თაობის რეფორმები არ დაიწყო, პირიქით, ისინი გამოდიან და ამბობენ, ყველაფერი კარგად არისო. სწორედ ამაზე ვრეაგირებთ თითოეული მოქალაქე. ეს ნიშნავს, რომ ეს კოლაფსი, კრიზისული მდგომარეობა, მათ პირობებში დიდხანს გაგრძელდება“,-აცხადებს ვაშაძე.
მისი შეფასებით, შექმნილი კრიზისის დროს ხელისუფლებამ არც ერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგა იმისთვის, რომ ბიზნესს პერსპექტივა ეგრძნო.
„ზაფხულში, როცა ყველაფერი გაჩერებული იყო, ელოდებოდნენ, რომ სექტემბერში ხელისუფლების მხრიდან ანტიკრიზისული გეგმა იქნებოდა. ჩვენ მხოლოდ ის მოვისმინეთ, რომ ეკონომიკაში ყველაფერი კარგადაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ეს უბრალოდ ავტომატური რეაქციაა მთელი საზოგადოების, იმ შიშის, რომელიც ზოგადად, ეკონომიკურ პრობლემებთან მიმართებით აქვთ. ლარის კურსი განწყობებზეც არის დამოკიდებული და არა მხოლოდ იმაზე, რამდენი დოლარი გაიყიდება და რამდენ ლარს ვიყიდით“,-განაცხადა ვაშაძემ.
მან მთავრობის წევრებს მოუწოდა, არ გააკეთონ „უაზრო“ განცხადებები, რადგან ვაშაძეს მიაჩნია, რომ ამ ყველაფერზე ეკონომიკა რეაგირებს.
„მოვუწოდებ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრს, ძალიან გთხოვთ ცოტა ილაპარაკეთ, ნუ აკეთებთ უაზრო განცხადებებს, ნუ დადიხართ კომუნისტურ, გამოწკეპილ პიჯაკებში და ნუ აკეთებთ განცხადებებს, რომ ყველაფერი კარგადაა. ნუ აკეთებთ განცხადებას, რომ თურმე საჩხერის მოდელი საქართველოს განვითარების მოდელია. ამ ყველაფერზე რეაგირებს ეკონომიკა, ამ ყველაფერზე რეაგირებს საქართველოს თითოეული მოქალაქე“,-აცხადებს ვაშაძე.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 235
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24