პოლიტიკა

აზერბაიჯანელი დეპუტატი: ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის ისტორიულად არსებული მეგობრობისა და ურთიერთობების გაუარესება ვერავინ შეძლო

23.09.20 15:20


აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატის, მაზახირ ეფენდიევის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელთანაც აზერბაიჯანს ძლიერი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირები აქვს.

 

„ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს შორის მეგობრული კავშირები ისტორიულად არსებობდა და ჩვენი ურთიერთობების გაუარესება ვერავინ შეძლო. ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ ჩვენი ქვეყნების ბედი მსგავსია. ისტორია გვიჩვენებს, რომ უნდა ვითანამშრომლოთ, ერთობლივად დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა და ცივილიზებულ მსოფლიო სივრცეში მოვახდინოთ ინტეგრირება“, - წერს აზერბაიჯანელი პარლამენტარი სტატიაში სათაურით „აზერბაიჯანულ-ქართული კავშირები, როგორც რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია“.

 


მაზახირ ეფენდიევი ასევე აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს განვითარებას, კეთილდღობასა და სტაბილურობას. მისივე თქმით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, ხოლო საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა სრულად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები