პოლიტიკა

"ევსაქებს სიის დაკომპლექტება და პარლამენტის სპიკერობა შევთავაზეთ, იქაც არ განიხილებოდა ჩემი კანდიდატურა" - სააკაშვილი

23.09.20 17:00


საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შეთავაზება იყო ყველა ოპოზიციურ ჯგუფს გაეკეთებინა ერთიანი სია და აერჩია პრემიერობის კანდიდატი.

 


სააკაშვილი ამბობს, რომ ამის შემდეგ, საერთო სიის დაკომპლექტება ევროპულ საქართველოს ცალკე შესთავაზეს, თუმცა ნაციონალურმა მოძრაობამ უარი მიიღო.

 

სააკაშვილმა ამის შესახებ TV პირველის კითხვის პასუხად განაცხადა.

 

 

"მე ყოველთვის ვიყავი და ვრჩები ერთიანობის მომხრედ. თავიდან ჩემი შეთავაზება იყო ყველა ოპოზიციურ ჯგუფს გაეკეთებინა ერთიანი სია, აერჩია პრემიერობის კანდიდატი. რა თქმა უნდა, ეს არ ვიქნებოდი მე და წასულიყო არჩევნებში. ბევრმა ჯგუფნმა ეს უარყო და ეს არ გამოვიდა.

 

მეორე იყო, ჩვენი შეთავაზება ევროპული საქართველოს მიმართ და ეს მოლაპარაკება წარმოებდა რამდენიმე კვირა, რომ თანაბრად, პრაქტიკულად, დაგვეკომპლექტებინა სია, პარლამენტის თავჯდომარის ადგილი წაეღოთ მათ, პრემიერობაზე მომხდარიყო ცალკე შეთანხმება და იქაც, რა თქმა უნდა, არ განიხილებოდა ჩემი კანდიდატურა. ესეც რაღაც მიზეზების გამო მათ მიერ იქნა უარყოფილი.

 

"ენმ-მ გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანის მონაწილეობით ჩამოაყალიბა თავისი სია და დამასახელა მე პრემიერობის კანდიდატად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გაერთიანებას აქვს სრული პოტენციალი აიღოს უმრავლესობა საქართველოს მომავალ პარლამენტში და შემდეგ, სრულიად სხვადასხვა ღირსეული ადამიანების, ქართველების წარმომადგენლობით დააკომპლექტოს საქართველოს ახალი ხელისუფლება, რომელიც დაეფუძნება პრინციპს, რომ ყოველგვარი ძველი წყენები უნდა გადაიდოს გვერდზე. უნდა ვიფიქროთ ქვეყნის აღმშენებლობაზე წინსვლაზე და განვითარებაზე.

 

 

სრულიად ახალი ხალხი უნდა მოვიდეს ქართულ პოლიტიკაში. მე ჩემს როლს ვხედავ, როგორც გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელს", - აცხადებს სააკაშვილი.

 

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები