პოლიტიკა

მთავრობამ ყველა ბერკეტი მოშალა და გააფუჭა - რომან გოცირიძე ლარის გაუფასურებაზე

23.09.20 18:00


ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ლარის გაუფასურებას ეხმაურება და მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ხელისუფლებამ რეზერვების შემცირების გარდა სხვა გამოსავალი არ დაუტოვა ქვეყანას:


"ყველა ბერკეტი, რომლითაც ლარი უნდა ყოფილიყო გამყარებული, დღეს არის მოშლილი. მთავრობამ ყველა მართვის ინსტრუმენტი გააფუჭა და დააზიანა. დღეს ერთადერთი რამ დარჩა ქვეყანას - ეროვნული ბანკის რეზერვების გამოყენება და ინტერვენციები. ორი ბოროტებიდან უნდა გამოვიყენოთ ნაკლები ბოროტება. დიდი ბოროტება არის ლარის ჩამოშლა და სოციალური კატასტროფა და ნაკლები ბოროტება არის რეზერვების შემცირება. სხვა გამოსავალი არ დაუტოვა მთავრობამ ქვეყანას", - განაცხადა გოცირიძემ.

 

დეპუტატი ეროვნულ ბანკსაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ მათი ქმედებები დაგვიანებული და არასწორია.

 

"რაც შეეხება ინტერვენციებს, ეროვნული ბანკი აგვიანებს, უშვებს შეცდომებს, ახორციელებს ყოველთვის ოთხშაბათს. დღეს აკეთებს 40 მილიონის ინტერვენციას, წინა ოთხშაბათს გააკეთა ინტერვენციები 40 მილიონი დოლარის ოდენობით და ნაცვლად ლარის გამყარებისა, ვალუტა გაუფასურდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი ან შეგნებულად ან უცოდინრობით ამთხვევს რეფინანსირების სესხების აუქციონსა და ვალუტის აუქციონს. გასაგებად რომ ვთქვათ, დღეს ეროვნული ბანკი გამოიტანს 2 მილიარდ ლარს, სესხად აიღებენ კომერციული ბანკები და ეროვნული ბანკიდან მიღებული ფულით იყიდიან ეროვნული ბანკისვე გამოტანილ დოლარს. ამას ჰქვია თხა გავყიდე, თხა ვიყიდე".

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები