პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე ზუგდიდში ამომრჩევლებს შეხვდა

24.09.20 11:15


„ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად ზუგდიდს ეწვია და ადგილობრივ მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა.ადგილობრივებმა რეგიონის ეკონომიკური განვითარების შესახებ ,,ერთიანი საქართველოს" ხედვა და გეგმები მოისმინეს.

 

,,ყველაფერს გავაკეთებ მეგრელი გლეხისთვის პროდუქციის გასაღების ბაზრების გასახსენელად.

 

სამეგრელო ოდითგანვე ძლიერი და ცნობილი იყო თხილის, ჩაის, დაფნის, ციტრუისის ბიზნესით და დღეს სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში ამ რეგიონის მოსახლეობას არ უნდა უჭირდეს.

 

ამ ყველაფრისთვის ვიბრძოლებ არა ტერმინებით , ფრაზებით, საკუთარ რეიტინგზე ფიქრით, პერფორმანსებით და გულში მჯიღის ცემით, რასაც აქამდე ვხედავდით და შედეგი არ გვქონდა, არამედ ყველანაირი პოლიტიკური და დიპლომატოური გზებით."- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

შეხვედრას ასევე ესწრებიდნენ აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების ნაწილი და ბუნებრივია საუბრის ერთ- ერთი მთავარი თემა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დევნილთა პრობლემების მოგვარება იყო.

 

„ვიცი, რომ დღეს დევნილები ძალიან უიმედოდ არიან. ვიცი, რომ მათ არ ჯერათ პოლიტიკოსების, მაგრამ მე ვეუბნები მათ თუ რა შემიძლია გავაკეთო მათთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. ვეუბნები, რომ ჩემს ძალას, გამოცდილებას და კავშირებს მაქსიმალურად მოვახმარ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს , რომელიც ერთი ნაბიჯითაც არ დაძრულა.

 

ვისაუბრებ არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ ვაშინგტონთან და ბრიუსელთანაც.

 

სწორედ ეს გახლავთ ჩვენი პარტიის სლოგანი და ჩვენი გუნდის ძლიერი მხარე- ძალა და გამოცდილება, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ახლა ჩვენს ქვეყანას.“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

ზუგდიდელ ამომრჩეველთნ შეხვედრისას ნინო ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანას ისეთი მთავრობა სჭირდება , რომელიც უმუშევრობის გამო საქართველოდან მოსახლეობის გადინებას ხელს კი არ შეუწყობს, არამედ ვინც წასულია მათაც სამშობლოში დააბრუნებს. შექმნის ისეთ პირობებს , რომ ქართველმა ახალგაზრდებმა საკუთარ ქვეყანაში შეძლონ ოჯახის შენახვა და ადგილის დამკვიდრება.

 

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა გულისტკივილით აღნიშნა, რომ რომ ის პრობლემები, რაც 2016 წელს ან თუნდაც 2013 წელს იყო კვლავ დასაძლევი და მოუგვარებელია.

 

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები