პოლიტიკა

დავით ბაქრაძე - ადამიანებს სჭირდებათ გარდამტეხი ცვლილებები, დაიღალნენ უიმედობისგან, სიღარიბისგან, კრიმინალისგან

24.09.20 12:00


„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, სამტრედიის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის ოლქში, აკაკი ბობოხიძე წარუდგინა.

 

აკაკი ბობოხიძის თქმით, როგორც სამტრედიაში, ისე მთლიან საქართველოში, არის მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისი, ადამიანებს კი აქვთ გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინი.

 

„დღეს გვქონდა შეხვედრა სამტრედიელ ამომრჩეველთან, ჩვენ არ დავტოვებთ არცერთ ქალაქს, არცერთ უბანს, სადაც არ შევხვდებით მოსახლეობას, სადაც არ მივიტანთ ჩვენ სიტყვას და პროგრამას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ 31 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება შევცვალოთ არჩევნებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შევცვალოთ მშვიდობიანად და ამას გავაკეთებთ ჩვენ ამომრჩეველთან ერთად, მათ შორის სამტრედია იქნება ის ქალაქი, რომელიც უარს ეტყვის ბიძინა ივანიშვილის და მასთან ერთად მთელი მისი გუნდის მმართველობას“, -განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

 

დავით ბაქრაძის თქმით, „ევროპული საქართველო“ იქნება კომპასი, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ამ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან და წაიყვანს წინ.

 

„ცალსახა განწყობაა სამტრედიაში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ადამიანებს სჭირდებათ გარდამტეხი ცვლილებები, დაიღალნენ უიმედობისგან, სიღარიბისგან, გაჭირვებისგან, კრიმინალისგან და იმის განცდისგან, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს მომავალი არ აქვთ. ამიტომ, ამ ყველაფერს სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და სწორედ „ევროპული საქართველოა“ ის გუნდი, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს გარდამტეხ ცვლილებებს, 100 000 ახალ სამუშაო ადგილს, გადასახადების შემცირებას და თანხის დაზოგვას, გაორმაგებულ სოციალურ დახმარებებსა და პენსიას, ანუ იმ ყველაფერს, რაც უკვე პირველივე წელს საზოგადოებას აგრძნობინებს უკეთესობას, მოაგვარებს პრობლემებს და ქვეყანას წაიყვანს წინ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები