პოლიტიკა

გიორგი გახარია ღია მმართველობის პარტნიორობის მაღალი დონის სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს

24.09.20 12:40


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მაღალი დონის სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

 

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში, 2020 წლის 24 სექტემბერს, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მაღალი დონის სამიტი ონლაინ რეჟიმში გაიმართება.

 

„სამიტში სხვადასხვა ქვეყნის ის ლიდერები მონაწილეობენ, რომლებმაც პანდემიასთან ბრძოლის პროცესში განსაკუთრებული როლი შეასრულეს და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ეფექტური ღონისძიებები გაატარეს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ღია მმართველობის მაღალი დონის სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე.

 

არსებული ინფორმაციით, სამიტი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები