პოლიტიკა

ირაკლი შოთაძე სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენლს შეხვდა

24.09.20 13:20


საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლს, ელჩ რუდოლფ მიხალკას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურის კომპეტენციაში შემავალი საკითხები, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობა განიხილეს.

 

ირაკლი შოთაძემ ელჩს მადლობა გადაუხადა იმ ექსპერტული დახმარებისთვის, რაც ეუთომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს პროკურატურას აღმოუჩინა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ეუთოს და საქართველოს პროკურატურას შორის დღემდე არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები