პოლიტიკა
24.09.20 15:40
ჩვენი ქვეყნები მხარს უჭერდნენ ერთმანეთს საბჭოთა კავშირის პერიოდში დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესში, ეს მხარდაჭერა დღესაც წარმატებით გრძელდება ორმხრივ და მრავალმხრივ პლატფორმებზე, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პირველ რიგში მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩემი და დელეგაციის წევრების მიმართ გამოჩენილი მაღალი დონის სტუმართმოყვარეობისთვის. შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის მრავალმხრივი და უმაღლესი დონის ურთიერთობისა და პარტნიორობის ყველა ასპექტზე. აზერბაიჯანი და საქართველო საუკუნეების განმავლობაში მეგობრობის, ძმური, მეზობლური და თანამშრომლობის პირობებში თანაცხოვრობენ.
ჩვენი სახელმწიფოები ერთობლივ ნაბიჯებს დგამდნენ სახელმწიფოს მშენებლობის კუთხითაც, თუნდაც 100 წლის წინ, როდესაც ორივე ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ჩვენი ქვეყნები მხარს უჭერდნენ ერთმანეთს საბჭოთა კავშირის პერიოდში დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესში და ეს მხარდაჭერა დღესაც ორმხრივ და მრავალმხრივ პლატფორმებზე წარმატებით გრძელდება. აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობები ორი ხალხის ნებაზეა დაფუძნებული და სტრატეგიულ პარტნიორობას ემყარება“, – განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.
მისივე თქმით, დღეს ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, ტურისტული და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობა დიდი სისწრაფით ვითარდება.
„სახელმწიფო და მთავრობის წარმომადგენლები მაღალ დონეზე ამ მიმართულებებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი და ინვესტორთაგანია. ქვეყნებს საერთაშორისო დონეზე, ენერგეტიკული რესურსების დივერსიფიკაციისა და უსაფრთხოების კუთხით დიდი წვლილი შეაქვთ მსოფლიოში. კონკრეტულად, ამ მხრივ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-სუფსის მილსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი და თუნდაც, წლის ბოლომდე დაგეგმილი დიდი ტრანსნაციონალური, სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის დასრულება. აღნიშნული პროექტები არამხოლოდ ორი ქვეყნის, არამედ ევროპის ენერგეტიკული მომარაგებისთვის მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, ჩვენი ხალხები ამ პროექტებით პრაქტიკულ შედეგებს ხედავენ. 2019 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 650 მილიონ დოლარზე მეტი იყო. წინა წელთან შედარებით, 11 პროცენტზე მეტი მატება შეინიშნება. რა თქმა უნდა, წელს პანდემიამ აღნიშნულ ურთიერთობებზე გავლენა იქონია და დარწმუნებული ვარ, მომავალში აღნიშნული მიმართულებით გაძლიერება-გაფართოებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყნებისთვის ურთიერთობის გაფართოების მიზნით ეკონომიკური მიმართულებით დიდი პოტენციალი გაგვაჩნია“, – აღნიშნა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 307
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24