პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე - არიან მაჟორიტარები, რომლებსაც ნამდვილად აქვს არჩევნების მოგების შანსი, მაგალითად, ნიკა მელიას და გრიგოლ ვაშაძეს

24.09.20 16:00


არიან მაჟორიტარები, რომლებსაც ნამდვილად აქვს არჩევნების მოგების შანსი, მაგალითად, ნიკა მელიას და გრიგოლ ვაშაძეს, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, იქნებიან კანდიდატები, ვისაც მისი პარტია მხარს დაუჭერს და ასევე არიან კანდიდატები, ვის მხარდაჭერასაც „ერთიანი საქართველო" არ აპირებს.

 

„არიან მაჟორიტარები, რომლებსაც ნამდვილად აქვს არჩევნების მოგების შანსი.

მაგალითად, ნიკა მელიას, ნამდვილად აქვს ამის შანსი, ასევე გრიგოლ ვაშაძეს ქუთაისში. მაგრამ მე არ ვაპირებ „ნაციონალური მოძრაობის" ან რომელიმე პარტიის მაჟორიტარების შეფასებას. შევთანხმდით, რომ თუ იქნებიან კანდიდატები, რომელიც ჩვენთვის იქნება მისაღები, მათ მხარს დავუჭერთ. ასევე იქნებიან კანდიდატები, რომლებსაც არავითარ შემთხვევაში მხარს არ დავუჭერთ. ამაზე ჩემი პოზიცია ცნობილია. ამიტომ ახლა ფოკუსირება გავაკეთოთ იმაზე, რომ რაც შეიძლება ნორმალური იყოს საარჩევნო გარემო. ამაში ჟურნალისტების წვლილი მნიშვნელოვანია", - განაცხადა ბურჯანაძემ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები