საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლებისა და საბავშვო ბაღების შემოწმებას იწყებენ

09.09.16 19:20


როგორც „კვირას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სასწავლო პროცესის დაწყებამდე, სააგენტოს უფლებამოსილი პირები გადაამოწმებენ, რამდენად დაცულია სურსათის უვნებლობის სტანდარტები სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკებში და იმას, თუ როგორ შეასრულეს ბიზნესოპერატორებმა მიცემული რეკომენდაციები.

საჯარო და კერძო სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების ინსპექტირების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. მოწმდება სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის უვნებლობა, პროდუქციის ვადიანობა და ეტიკეტირება.

„სააგენტოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული აქტიური კონტროლის შედეგად დარღვევების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ჩვენი სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, შემოწმებისას, კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა.

დაწესებულებების კვების ბლოკებში უვნებლობის სტანდარტების დაცვა სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, სახელმწიფო კონტროლი ამ მიმართულებით გაგრძელდება”, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, კახა სოხაძემ.

წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკებში 1505 შემოწმება განახორციელა, მათ შორის, 998 საბავშვო ბაღში და 507 – სკოლაში.

დარღვევების გამოვლენის შედეგად დაჯარიმდა 23 ბიზნესოპერატორი (15 ბაღი და 8 სკოლა), რომლებსაც შეუსაბამობების გამოსასწორებლად ვადა მიეცათ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 577


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები