პოლიტიკა

გიორგი გახარიამ და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

24.09.20 17:00


საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.

 

შეხვედრაზე გაიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები. საუბარი შეეხო თანამშრომლობას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, განათლებისა და კულტურულ სფეროებში. ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.

 

განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის შორის სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია.

 

საქართველოს პრემიერმინისტრმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა ორივე ქვეყნის ინტერესი რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირებასთან დაკავშირებით.

 

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები