პოლიტიკა

29 სექტემბერს გიორგი გახარია იენს სტოლტენბერგს შეხვდება

24.09.20 17:20


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 29 სექტემბერს ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება, - ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი გიორგი გახარიას ბრიუსელში 29 სექტემბერს უმასპინძლებს, პრემიერთან ერთად ნატო-ს სათაო ოფისს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც ეწვევა.

 

შეხვედრის შემდეგ მხარეების ერთობლივი განცხადებებიც არის დაგეგმილი, რომელიც ნატო-ს ვებგვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები