პოლიტიკა

ლევან დავითაშვილმა ისნის რაიონში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა

24.09.20 17:40


თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ლევან დავითაშვილმა რაიონში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

 

მან რაიონი საქართველოს პარლამენტის ისნის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი აბუსერიძესთან და გამგებელთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად სამაჟორიტარო ოლქში კერძოდ, ქისის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

 

„ჩვენს მაჟორიტარულ ოლქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი გრძელდება.


ამ ეტაპზე ქისის ქუჩაზე 2078 კვ.მ ფართობზე ახალი ასფალტის საფარი იგება.

პარალელურ რეჟიმში ვხვდებით მოსახლეობას, ვისმენთ მათ პრობლემებს და სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებს ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად ვსახავთ“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები