პოლიტიკა

კმაყოფილი მთავრობა ქვეყანას არ სჭირდება, ქვეყანას სჭირდება კმაყოფილი ხალხი - გიგი წერეთელი

25.09.20 10:15


ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, ზესტაფონის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელი წარუდგინა.

 


გიგი წერეთლის თქმით, დღეს ადამიანებს აქვთ მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, გაჭირვება და უიმედობა. წერეთელმა აღნიშნა, რომ ამ პრობლემების შეცვლას გარდამტეხი ცვლილებები და სწორი მიმართულების კომპასი სჭირდება, რათა 4 წლის შემდეგაც, ამ ადამიანებს აღარ მოუწიოთ ამ პრობლემებზე საუბარი.

 

წერეთელმა აღნიშნა, რომ ის გამოიყენებს საკუთარ ცოდნას, ენერგიასა და კომპეტენციას, რათა როგორც ამ რეგიონში, ისე მთლიან საქართველოში, თითოეული ადამიანის ცხოვრება გაუმჯობესდეს.

 

„დღეს მე ვხედავ პრობლემებით გატანჯულ ადამიანებს, რომელთაც აქვთ ყოველდღიური საზრუნავი, როგორ გამოკვებონ საკუთარი შვილები და როგორ აღზარდონ ისინი. დღეს არის მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემები, ამას კი სჭირდება სწორი მიმართულება და გარდამტეხი ცვლილებები, რათა 4 წლის შემდეგ, აღარ მოგვიწიოს ამ პრობლემებზე საუბარი.

 

ეს გაჭირვება ჩვენ გვამძიმებს, თუმცა გვაძლევს მეტ მოტივაციას, რომ შევცვალოთ ეს მძიმე ვითარება. აღარ იყოს სიღარიბე, კორუფცია, კრიმინალი. ქვეყანას კმაყოფილი მთავრობა კი არა, კმაყოფილი ხალხი სჭირდება.

 

სასამართლო რეფორმით, გადასახადების დაწევით, ბიუროკრარტიული ხარჯის შემცირებით, სახელმწიფო ქონებაში არსებული მიწის ხალხისთვის გადაცემით შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, შემოვა ინვესტიციები, და ყოველ ადამიანს ექნება მეტი კეთილდღეობა.

 

მე მთელ ჩემს ენერგიას, გამოცდილებას, კომპეტენციას, თქვენი დახმარებით, გამოვიყენებ იმისათვის, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრება გაუმჯობესდეს ამ რეგიონში.“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები