პოლიტიკა

ზურაბ ტყემალაძე არ გამორიცხავს, რომ ცესკო-ს სასამართლოში უჩივლოს

09.09.16 19:35


პარტია „თოფაძე მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე არ გამორიცხავს, რომ ცესკო-ს სასამართლოში უჩივლოს.

როგორც ტყემალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იგი დღეს ცესკო-ს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას შეხვდა.

„ჯერ გამცენ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან პასუხი და შემდეგ ყველაფერს ფარდა აეხდება. პარტია „თოფაძე მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ რეგისტრაციიდან მოხსნით ვიღაც არის დაინტერესებული. ისეთი ინფორმაცია მოვისმინე, ვინ ურეკავს და რატომ კითხულობენ ჩვენი პარტიის შესახებ მოხსნა-არმოხსნას, ჯერ გამცენ პასუხი და ყველაფერს ფარდა აეხდება“, – განაცხადა ტყემალაძემ.

ტყემალაძის თქმით, კომპიუტერული ხარვეზი იყო სიის ამბეჭდვის დროს.

„კომპიუტერული ხარვეზი იყო სიის ამობეჭდვის დროს, რომელიც უნდა შეგვეცვალა და შევცვალეთ კიდეც. თავის დროზე მოვიტანეთ და ჩავაბარეთ. ჩაბარების პროცესი გუშინ 17.24 საათზე დაიწყო და 18.12 საათზე დასრულდა, რასაც თვლიან ხარვეზად.

ჩვენ გვაქვს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ჩავაბარეთ. დღეს განცხადება ჩავაბარე, რომ თამარ ჟვანიამ მოკვლევა ჩაატაროს და გაგვცეს პასუხი. ეს არის თავმჯდომარის პრეროგატივა“, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

მისივე თქმით, თუ პასუხი უარყოფითი იქნება, პარტიის წევრები სასამართლოს მიმართავენ.

„თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ჩვენ წავალთ სასამართლოში. არ მინდა, რომ დღევანდელი საარჩევნო კომისია დაემსგავსოს 2000-იანი წლების კომისიას“, – განაცხადა ტყემალაძემ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები