პოლიტიკა
25.09.20 11:15
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებებზე ისაუბრეს.
„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან გაცნობითი შეხვედრა გავმართეთ.
შეხვედრაზე ვისაუბრეთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის განიხილება. საუბარი შეეხო საერთო გამოწვევებს, ორმხრივ პროექტებსა და იმ მიმართულებებს, რომლებზეც მომავალშიც ვაპირებთ გავაგრძელოთ აქტიური თანამშრომლობა. ჩვენი მხრიდან არის სურვილი და მზაობა კიდევ უფრო გაღრმავდეს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა, ეს შეეხება როგორც მეგობრობის ჯგუფების მუშაობას, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებს.
დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალი წლები კიდევ უფრო შედეგიანი იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში“, – განაცხადა კახაბერ კუჭავამ.
აზერბაიჯანის პირველ დიპლომატთან გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის ახლად დანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და აზერბაიჯანის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები დაესწრნენ.
„აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ მტკიცე, კეთილმეზობლური ურთიერთობები გვაკავშირებს. გარდა ორმხრივი ფორმატის მჭიდრო თანამშრომლობისა, ჩვენ ასევე, გვაერთიანებს უდიდესი მნიშვნელობის საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში მონაწილეობა. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენი გამორჩეული, კეთილმეზობლური ურთიერთობები უზრუნველყოფს ამ პროექტების წარმატებით განხორციელებასა და ეფექტიანობას, ისევე, როგორც ბევრი ახალი პროექტის რეალიზების შესაძლებლობას“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 343
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24