პოლიტიკა

ნეტავ ოდნავ პასუხისმგებლობას და სინდისის ქეჯნას მაინც თუ გრძნობთ ბატონებო?! - ხათუნა გოგორიშვილი

25.09.20 11:45


ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი გურიაში, ხათუნა გოგორიშვილი, დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მასწავლებლის კორონავირუსით დაინფიცირებას ეხმაურება.

 


ხათუნა გოგორიშვილმა სასწავლო წლის დაწყებმადე, დაავადებათა კონრტოლის ეროვნული ცენტრის გურიის რეგიონის ხელმძღავნელს, არჩილ მჟავიას მიმართა, რომ ჩაეტარებინა მასწავლებლებისათვის კორონავირუსზე ტესტირება, რაზეც აღნიშნულმა პირმა უპასუხა, რომ ამ თემაზე კომენტარს ვერ გააკეთებდა იმის გამო, რომ „ზევიდან“ იყო ამაზა დავალება.

 

დღეს, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრუის უფროსმა, ლელა იმედაშვილმა განაცხადა, რომ დაბა ლაითურის საჯარო სკოლის ერთ-ერთ მასწავლებელს კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც 374 მოსწავლე და 40 პედაგოგი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს, 87 გატესტილი მოსწავლიდან კი სამს კორონავირუსი დაუდგინდა.

 

ხათუნა გოგორიშვილის თქმით, კონკრეტული პირების მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების არ გადადგმა არის უდიდესი დანაშაული და უპასუხისმგებლობა.

 

“ნეტავ ოდნავ პასუხისმგებლობას და სინდისის ქეჯნას მაინც თუ გრძნობთ ბატონებო?!

 

მივმართავ არჩილ მჟავიას, ზურაბ ნასარაიას და კონსტანტინე შარაშენიძეს.

 

დაბა ლაითურის საჯარო სკოლამ დროებით შეწყვიტა სასწავლო პროცესი და ონლაინ რეჟიმზე გადავიდა - ეს ინფორმაცია ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლელა იმედაშვილმა გვამცნო 23 სექტემბერს.

 

374 მოსწავლე და 40 პედაგოგი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. ამის მიზეზი კოვიდით დაინფიცირებული პედაგოგია, რომელიც მთელი კვირა გაკვეთილებს ატარებდა.გატესტეს მხოლოდ!!! 87 მოსწავლე.

 

დღეს მათგან სამს კოვიდ 19 დაუდასტურდა.

 

ნეტავ ოდნავ პასუხისმგებლობას და სინდისის ქეჯნას მაინც თუ გრძნობთ ბატონებო?!

 

სასწავლო პროცესის დაწყებამდე ყველა პედაგოგი რომ დაგეტესტათ, როგორც მინიმუმ ამ ბავშვებს ხომ მაინც ააცილებდით თავიდან დაინფიცირებას!” – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები