პოლიტიკა

ჩვენი მხარდამჭერებისთვის შეურაცხყოფის მიყენებაზე თვალს არ დავხუჭავთ, ამიტომ უპრიანი იქნება გირჩმა მათ ბოდიში მოუხადოს - სამადაშვილი

25.09.20 12:20


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გირჩის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს მოუწოდებს მათ მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს მიმართოს და ბოდიში მოუხადოს რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ენმ-ს ამომრჩევლების ხმა მისთვის მნიშვნელოვანი არაა.


აღნიშნულის შესახებ განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

 

„კარგად იცით, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძროაბამ თბილისში მხოლოდ 3 ოქლში დააყენა კანდიდატი, დანარჩენი კი გაერთიანებულ ოპოზიციას დაუთმო. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ მიგვაჩნია ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთობა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ძალიან სამწუხაროა, როცა ვხედავთ, რომ ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად გადაწყვიტა მეორე ფრონტი გახსნას და ხშირად თავს გვესხმიან ჩვენ, ჩვენს ლიდერებს.

 

ჩვენ არ ვპასუხობთ თავდასხმებს მიხეილ სააკაშვილზე, პარტიის სხვა ლიდერებზე.

თუმცა, არსებობს წითელი ხაზი და ეს ჩვენი ამომრჩეველია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არაა მიხეილ სააკაშვილი, გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია ან სხვა რომელიმე ლიდერი, ერთიანი ნაციონალურიო მოძრაობა არის ის ასობით ათასი ადამიანი, რომელიც წლებია მხარს გვიჭრს. ამ ხალხისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ჩვენ ვერ მოვითმენთ. ამიტომ, მინდა მივმართო გირჩის ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც დიდუბე-ჩუღურეთში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატია - მან თქვა, რომ მისთვის საინტერესო არაა რას ფიქრობენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლები, არც მათი ხმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო შეცდომა და ჩვენი აზრით უპრიანი იქნება თუ ჯაფარიძე მიმართავს ჩვენს ამომრჩეველს და განმარტოს თავისი პოზიცია, მოიხადოს ბოდიში“ - აღნიშნა სამადაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

 

 

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები