პოლიტიკა

კელი დეგნანი: შემაშფოთებელია ადამიანების დაშინება, ეს დააზიანებს საქართველოს არჩევნებს

25.09.20 12:40


„ძალიან შემაშფოთებელია ადამიანების დაშინება. ეს ის მოქმედებაა, რომელიც აუცილებლად დააზიანებს საქართველოს არჩევნებს“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ამერიკელი დიპლომატი აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საელჩოს მხრიდან სადამკვირვებლო ჯგუფი იქნება, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებენ დამკვირვებელთა ძალისხმევას.

 

„წავიკითხე სახალხო დამცველის ანგარიში, რომელიც დაშინებასა და ძალადობრივ შემთხვევებზე საუბრობდა. ძალიან შემაშფოთებელია ადამიანების დაშინება, რომ არაფერი ვთქვათ ძალადობაზე. ეს ის მოქმედებაა, რომელიც აუცილებლად დააზიანებს საქართველოს არჩევნებს. კარგია, ის ფაქტი, რომ საქართველოში არიან საარჩევნო დამკვირვებლები, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან პროცესს და ახდენენ შესაბამისს ანალიზსს აღნიშნული პროცესის.

 

ასევე ჩვენ საელჩოს მხრიდან გვეყოლება სადამკვირვებლო ჯგუფები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებენ დამკვირვებელთა ძალისხმევას. ჩვენის მხრიდან ყველანაირად ვცდილობთ დავეხმაროთ საქართველოს, რომ ეს არჩევნები თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი იყოს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

 

ინფორმაციისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები