პოლიტიკა
25.09.20 13:00
ვფიქრობ, რომ მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია გაუმკლავდეს კიბერუსაფრთხოებას დამოუკიდებლად, აქედან გამომდინარე, ევროკავშირში ვცდილობთ, შევქმნათ მრავალმხრივი ჩარჩო, სადაც ვიმუშავებთ ყველა პარტნიორთან, მათ შორის, საქართველოსთან ერთად, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საქართველოს კიბერუსაფრთხოების პირველი ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ფორუმი მნიშვნელოვანია, იმდენად რამდენადაც ქვეყანაზე ცოტა ხნის წინ კიბერთავდასხმა განხორციელდა და ამასთანავე, საქართველო მნიშვნელოვანი არჩევნების მოლოდინშია, რა დროსაც ჰარცელის შეფასებით, ქვეყანა კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე მოწყვლადია ხოლმე.
„პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ძალიან დროული ღონისძიებაა, რადგან ის მოჰყვება ყველასთვის კარგად ცნობილ კიბერშეტევას, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ განხორციელდა და ასევე, მომავალი არჩევნების პერიოდს ემთხვევა.
ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ინიციატივაა და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ყველასთვის, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რათა შედგეს დისკუსია. მე ვისაუბრე ევროკავშირზე და ჩვენს თავდადებაზე ამ სფეროში. ჩვენ უკვე შევქმენით საკანონმდებლო ჩარჩო და სტრატეგიის ნაწილი, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ კიბერუსაფრთხოებას როგორც ევროკავშირში, ისე პარტნიორ ქვეყნებში. ჩვენ ასევე გვაქვს ე.წ. დიპლომატიური ხელსაწყოების კრებული, რომლითაც ვპასუხობთ კონკრეტულ კიბერთავდასხმებს და შესაძლოა, იცოდეთ, რომ 2 თვის წინ ევროკავშირმა პირველად ისტორიაში კიბერსანქციები დააწესა, რაც იყო ევროპის ტერიტორიაზე განხორცილებული კიბერთავდასხმების საპასუხო რეაქცია.
ასე რომ, ევროკავშირი ამას ძალიან სერიოზულად უდგება. აქ საქართველოში ევროკავშირი არის ერთ-ერთი პარტნიორი, რომელიც ქვეყანას კიბერუსაფრთხოების შექმნაში ეხმარება. ვფიქრობ, ხედავთ, რომ საქართველომ გარკვეული გზა უკვე გაიარა, ამ სფეროში სანდოობის შექმნის მიმარულებით. როგორც ვხედავთ, საერთაშორისო რეიტინგებს, საქართველო საკმაოდ კარგად გამოიყურება. დღეს ასევე, გაიჟღერა მესიჯებმა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ძალისხმევის გაგრძელება და სხვადასხვა მექანიზმის დანერგვა, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე იმისთვის, რომ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო გაიზარდოს. მნიშვნელოვანია ამ საკითხს რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად მივუდგეთ, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერება და ამავე დროს, არ უნდა მოხდეს საკანონმდებლო ნორმების უგულებელყოფა, უნდა მოხდეს ადამიანის უფლებების, პირადი სივრცისა და მონაცემთა დაცვა. ამ ორივე მიმართულებით მუშაობა ერთდროულად უნდა წარიმართოს, თუ გვსურს, რომ, საბოლოო ჯამში, ეს იყოს ეფექტური სტრატეგია,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 361
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24