პოლიტიკა

მიხეილ რამიშვილი დაპატიმრების მოლოდინში - "მეც აუცილებლად დამაკავებენ"

25.09.20 14:00


თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი დაკავების მოლოდინში - დავით ფურცხვანიძის დაკავების შემდეგ, მიხეილ რამიშვილი მის დაკავებასაც არ გამორიცხავს.


რამიშვილის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში ეს იქნება პირდაპირ ნიშანი, რომ გამოძიება დამნაშავეებს ხელს აფარებს.

 

"ეს უკვე პირდაპირ მინიშნებაა იმის, რომ ესე რომ ვთქვათ, წყარო იყო ეს ჩვეულებრივად, რომელმაც თქვა, რომ სხვა წყაროსგან მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ სადაც ბატონი დავით ფურცხვანიძე დააკავეს, თუ იმაზეა საუბარი, რომ ეს არის ე.წ. გაყალბებული ფოტომასალა, მე გავასაჯაროვე, მე მოვიტანე და მე გადავეცი ინფორმაცია გამოძიებას, ეს იმას ნიშნავს, რომ მე დამაკავებენ აუცილებლად, ჩამომაშორებენ საქმეს და ეს არის პირდაპირ იმის ნიშანი, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოძიება მკვლელებს, დამნაშავე ჯგუფს აფარებს ხელს. ეს იმას ნიშნავს, რომ დავით ფურცხვანიძე 30-ში მიემგზავრებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქიდან ჩამოქონდა ისეთი ინფორმაცია, რომლითაც დადასტურდებოდა რომ ავტომობილი არ იდგა 18-დან 22 ივლისამდე შემთხვევის ადგილზე და ყველა ის, რაც მტკიცებულებები აქვს გამოძიებას, არის ყალბი და დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არის მოკლული. მაინც გადმოიგზავნება ისინი, მაინც მოვა ჩემამდე და ახლა ჩემამდე რომ არ მოვიდეს, მე უნდა დამაკავონ. ჩემს გარდა, სხვასთან მივა ის ინფორმაცია, რაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან უნდა მოვიდეს და მაინც გასაჯაროვდება და მაინც ნახავს საზოგადოება და მთელ საქართველოს ვერ დაიჭერენ,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ დავით ფურცხვანიძე, რომელმაც მიხეილ რამიშვილს ე.წ. სატელიტის ფოტოები გაუგზავნა, დაკავებულია.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები