პოლიტიკა

გიორგი გახარია უნგრეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

25.09.20 14:20


საქართველოს პრემიერმინისტრი – გიორგი გახარია უნგრეთის თავდაცვის მინისტრ ტიბორ ბენკოს შეხვდა.


მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

 

​პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ამ გზაზე მიღწეულ პროგრესზე გამახვილდა.​


ტიბორ ბენკომ კიდევ ერთხელ დაადასტურა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.


საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, აგრეთვე, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.

 

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები