პოლიტიკა

კახა კალაძე თანამშრომლებს - დღეიდან მე არ ვარ თქვენი მინისტრი

09.09.16 20:00


კახა კალაძემ ენერგეტიკის მინისტრის პოსტი დატოვა. განცხადება ამის შესახებ კახა კალაძემ რამდენიმე წუთის წინ, ენერგეტიკის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

აღნიშნულის შესაბამისად, კალაძე უწყების თანამშრომლებს დაემშვიდობა, რომლებიც მას ტაშით შეხვდნენ.

„დღევანდელი დღე მაგონებს იმ დღეს, როცა პირველად მოვედი სამინისტროში და ყველა ასე შეკრებილი დამხვდა. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს.

ბევრი პროექტი განვახორციელეთ და მეამაყება თითოეული მათგანი. ბევრი პროექტი განვახორციელეთ ქვეყნის საკეთილდღეოდ და კიდევ ბევრი მიმდინარეობს. ჩემს ცხოვრებაში ბევრი სახლი გამოვიცვალე, ენერგეტიკის სამინისტრო ჩემი სახლია.

დღეიდან მე არ ვარ თქვენი მინისტრი“, - მიმართა კალაძემ თანამშრომლებს.
შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე მმართველი გუნდის პარტიული სიაში მე-2 ნომერია, კანონმდებლობის მიხედვით კი, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ პირები, რომელთა თანამდებობებიც დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები