პოლიტიკა
28.09.20 15:00
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებას ეხმაურება. მისი თქმით, მხარეებმა უნდა შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაიწყონ მოლაპარაკებები, ვინაიდან რეგიონში არასტაბილურობა გარკვეული ქვეყნების ინტერესებში შედის.
შალვა ნათელაშვილი, ასევე გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნას ამიერკავკასიის უსაფრთხოების საბჭო. პარტიის ლიდერის განმარტებით, საბჭოში საქართველო აზერბაიჯანი და სომხეთი ყველა კონფლიქტსა და საკითხზე იმსჯელებენ შუამავლების გარეშე.
„ჩვენს საზღვრებთან სულ ახლოს განახლდა სომხეთ-აზერბაიჯანის ფართო მასშტაბიანი ომი ყარაბაღში. მოვუწოდებ, სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებს, შეწყვიტეთ სისხლისღვრა, ნუ შეიწირავთ ახალგაზრდებს მამათა ცოდვების, თუ დანაშაულებების გამო, მიუსხედით მოლაპარაკებების მაგიდას. მოვუწოდებ, ამიერკავკასიის სამივე ქვეყნის ხელისუფლებებს, შევქმნათ ამიერიერკავკასიის უსაფრთხოების საბჭო შტაბბინით თბილისში და ყველა სადაო საკითხი, ყველა კონფლიქტი გადავწყვიტოთ იქ, ყოველგვარი შუამავლების გარეშე. გავიგოთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ არც ერთ რეგიონალურ მეზობელ იმპერიას არ აწყობს დამოუკიდებელი, წელში გამართული საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.
მივხედოთ ჩვენს თავს თვითონ და მივხედოთ მთელს კავკასიას. აგრეთვე, კარგი იქნება, ამიერკავკასიის უსაფრთხოების კავშირში მოვიწვიოთ ევროპის კავშირი, რომელიც გვიდგას გვერდში და, რომელიც დაინტერესებულია ჩვენს რეგიონში მშვიდობითა და უშიშროებით. ომით, როგორც მსოფლიო ისტორიამ აჩვენა, არც ერთი საკითხი არ წყდება, პირიქით მწვავდება, ახალგაზრდები გვეხოცებიან და იღებს ახალი კასკადური დაპირისპირება საფუძველს. სისხლი სისხლისგან იბადება, თუ რძით არ დაიბანაო, ჩვენს ბრძენ წინაპრებს აქვთ ნათქვამი და ამ პრინციპებით უნდა ვიმოქმედოთ დაუყონებლივ. ერთი წუთიც კი კონფლიქტისა ერთი წაღებული უდანაშაულო სიცოცხლეა. თურქეთი და რუსეთი დაინტერესებულები არიან ამ კონფლიქტების უსასრულობით კავკასიაში, რადგან მინიმუმ მარეგულირებლის, შუამავლის როლი აქვთ, რაც ემსახურება მათ პოლიტიკური, დემოგრაფიული, ეკონომიკურ ინტერესების გააქტიურებასა და გაძლიერებას“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 361
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24