მსოფლიო

ერდოღანი: დადგა დრო რეგიონში, მთიანი ყარაბაღის ოკუპაციით დაწყებული კრიზისი დავასრულოთ

28.09.20 17:00


“დადგა დრო, დავასრულოთ კრიზისი რეგიონში, რომელიც მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის მიმდებარე რაიონების ოკუპაციით დაიწყო”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა.

 

თურქეთის ლდიერის თქმით, სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ოკუპირებული მიწების დაუყოვნებლივი გათავისუფლება  რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას გაუხსნის გზას.

 

“აზერბაიჯანს მოთმინების ფიალა აევსო და ბაქო საკუთარ ძალებით ცდილობს, სომხეთის ოკუპაციას წერტილი დაუსვას”, – განაცხადა ერდოღანმა.

 

მისივე თქმით, თურქეთი მტკიცეს გააგრძელებს მოძმე და მეგობრული აზერბაიჯანის მხარდაჭერას.

 

“სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე უკანასკნელი პროცესები – კარგი შესაძლებლობაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც რეგიონში კონფლიქტის სამართლიანი დარეგულირებისთვის გავლენები აქვთ”, – აღნიშნა ერდოღანმა.

 

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები