პოლიტიკა

გიორგი გახარია, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, დღეს იენს სტოლტენბერგს შეხვდება

29.09.20 10:15


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბრიუსელში ორდღიან ოფიციალური ვიზიტს დღეს დაიწყებს.

 

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურის რანგში ბრიუსელში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოში, ევროპარლამენტსა და ნატო-ს შტაბბინაში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

 

მათივე ცნობით, დღეს პრემიერ-მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

 

„ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მარგარიტის სხინასთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ-მარია სასოლისთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელთან, ასევე ევროკომისრებსა და ევროპარლამენტის წევრებთან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი შედიან.

 

გიორგი გახარია ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს 30 სექტემბერს დაასრულებს.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები