პოლიტიკა

რას აკეთებს ხელისუფლება ეპიდვითარების დასასტაბილურებლად - დიმიტრი ხუნდაძეს გაანცხადება

29.09.20 14:20


„მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს დღეებში, შესაძლოა, გარკვეული მატება ისევ შეინიშნებოდეს, ვვარაუდობთ, რომ მოვახერხებთ სტაბილიზაციას და ველოდებით, რომ ინფიცირებულთა რიცხვი თანდათან დაიკლებს",- ამის შესახებ ჯანრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 


დიმიტრი ხუნდაძემ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ისევ კოვიდ გამოწვევის წინაშე დგას. მისი თქმით, არასახარბიელო მდგომარეობაა სამეზობლოშიც. კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა რომ არსებული კონფლიქტი მშვიდობიანად დარეგულირდება.

 

„დღეს მსოფლიო დგას ისევ კოვიდ გამოწვევის წინაშე - ეს არის საერთო პრობლემა რომელიც ეხება ყველა ქვეყანას, ყველა ეთნიკურ წარმომავლობას, ყველა პოლიტიკური მრწამსის პირებს. ის აზიანებს, პრაქტიკულად,ყველას თანაბრად, კოვიდი აზიანებს არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ მსოფლიო ეკონომიკასაც.

დაახლოებით, 218 ქვეყანაა მსოფლიოში ინფიცირებული, სადაც ეპიდვითარება დღითიდღე მძიმდება, შესაბამისად, საკმაო რყევებს განიცდის ამ ქვეყნის ეკონომიკები და ზოგადად მსოფლიო ეკონომიკა. საკმაოდ არასახარბიელო ვითარებაა დასავლეთ ევროპაშიც, სადაც დღითიდღე მატულობს ინფიცირებულთა რაოდენობა და ასევე მატებაშია ინფიცირებულთა რიცხვი საქართველოში, განსაკუთრებით, გამოირჩევა აჭარა. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დასტაბილურდეს ეპიდვითარება. საკოორდინაციო საბჭო ძალიან აქტიურად მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს დღეებში, შესაძლოა, გარკვეული მატება ისევ შეინიშნებოდეს, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მოვახერხებთ სტაბილიზაციას და ველოდებით, რომ ინფიცირებულთა რიცხვი თანდათან დაიკლებს",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები