პოლიტიკა

სტოლტენბერგი: იმედი გვაქვს, საქართველოს არჩევნები უმაღლესი სტანდარტებით ჩატარდება

29.09.20 14:40


ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ საქართველოში 31 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.

 

სტოლტენბერგის თქმით, ნატო მიესალმება საქართველოს წინსვლას დემოკრატიული რეფორმების კუთხით.

 

“მოგიწოდებთ, ამ მიმართულებით სრულად გამოიყენოთ ყველა თქვენი შესაძლებლობა, რათა კიდევ უფრო დაახლოვდეთ ნატო-სთან და მოემზადოთ წევრობისთვის. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა სასამართლო სისტემის რეფორმის მნიშვნელობას და დემოკრატიულ ზედამხედველობას უსაფრთოების სტრუქტურებზე. მივესალმებით კიდევ უფრო მეტ აქცენტს რეფრომებზე. ჩვენ იმედი გვაქვს, საქართველოს არჩევნები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება. ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ნატო-სთვის”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს არჩევნების დემოკრატიულად ჩასატარებლად.

 

“საქართველო ადასტურებს, რომ ყველაფერს გააკეთებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის კონსოლიდაციისკენ და შემდგომი ნაბიჯები იქნება ნატო-სთან ურთიერთობის გაღრმავება პოლიტიკურ განზომილებაში“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბრიუსელში იმყოფება. ეს განცხადებები სწორედ სტოლტენბერგისა და მისი შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები