პოლიტიკა
30.09.20 10:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ევროკომისარს საშინაო საკითხებში ულვა იოჰანსონს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა ბრიუსელში მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს შეეხო და აღინიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და საქართველოს სჭირდება კიდევ უფრო დიდი პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, რადგან ქვეყნის მიზანი ევროკავშირის წევრობაა.
ყურადღება გამახვილდა იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს აძლევს. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს წარმატებული ნაბიჯები ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის იმპლემენტაციის მიმართულებით, კერძოდ პოზიტიურად შეფასდა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონი, რომელიც ქვეყნიდან გასვლის პროცედურებს არეგულირებს. პოზიტიურად შეფასდა თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის, როგორებიცაა – EUROPOL-ი და Frontex-ი, რაც საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული წარმატებული საკანონმდებლო ინიციატივების მიმღების საფუძველი გახდა.
საუბარი შეეხო თანამშრომლობის ისეთ მიმართულებას, როგორიცაა ცირკულარული მიგრაცია და საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმება ევროკავშირის ქვეყნებში.
დადებითად შეფასდა საქართველოს მხრიდან ევროპულ დედაქალაქებში პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოება და აღინიშნა, რომ ეს ევროკავშირისა და საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის კარგი საფუძველია.
მხარეებმა ყველა ძირითადი მიმართულებით, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა დაადასტურეს.
საუბარი შეეხო 31 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში ახლახან, ეუთოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, განხორციელდა ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმა, რომლის მიზანიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და დემოკრატიული კონსოლიდაციის მხარდაჭერაა. ევროკომისარმა პოზიტიურად შეაფასა განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა, ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ამ გზაზე საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 289
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24