პოლიტიკა

მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას დღეს დაასრულებს

30.09.20 10:15


საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას ასრულებს. საკანონმდებლო ორგანოს მოქმედი შემადგენლობით ბოლო პლენარული სხდომა დღეს, 30 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

 

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტმა პლენარული სხდომების გამართვა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნდა შეწყვიტოს.

 

მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას 2016 წლის 18 ნოემბერს შეუდგა.

საკანონმდებლო ორგანომ 4 წლის განმავლობაში ორი თავმჯდომარე გამოიცვალა.

თავდაპირველად პარლამენტს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა, თუმცა 2019 წლის ივნისის მოვლენებისა და ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი მმართველი გუნდიდან არჩილ თალაკვაძემ გადაიბარა.

 

მე-9 მოწვევის პარლამენტმა მიიღო არაერთი კანონპროექტი, რომელთა შორისაა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები, რითაც ქვეყანა დიდწილად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები