პოლიტიკა

აშშ-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძე ინიშნება

09.09.16 21:15


საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ელჩი ეყოლება. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დავით ბაქრაძე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას აღარ დაიკავებს. ის არჩილ გეგეშიძეს ელჩის პოსტზე შეცვლის.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის კანცელარიაში მიმდინარეობს.

ამჟამად აშშ-ში ელჩი არჩილ გეგეშიძეა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები