პოლიტიკა
30.09.20 10:30
საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის ყველა ძირითადი საკითხი, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელება, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების დამყარების პრაქტიკული ინსტრუმენტები და ამ კონტექსტში შავი ზღვის როლი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჟოზეფ ბორელმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს ევროკომისიაში გაიმართა.
საუბარი გლობალურ პანდემიაზე საუბრით დაიწყო. აღინიშნა კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ეფექტიანი ნაბიჯები. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ პროცესში ევროკავშირის მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას და ევროპელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.
მთავრობის მეთაურმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები.
გიორგი გახარიამ ჟოზეფ ბორელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, აგრეთვე იმ სირთულეებზე, რომელიც მოსახლეობას ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვისა და სრულფასოვანი განათლებისა თუ სამედიცინო სერვისების მიღების კუთხით ექმნება.
აღინიშნა ევროკავშირის როლი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში და ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესთან მიმართებაში ევროკავშირის მხრიდან კიდევ უფრო მკაფიო პოზიციებისა და მკვეთრი შეფასებების დაფიქსირების მნიშვნელობას, რაც ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს ახალ, დამატებით იმპულსს მისცემს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მიეცა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და რეფორმებს, რომლებსაც საქართველო ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით ახორციელებს.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდება უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, გამჭვირვალედ, ისე, როგორც ჩატარდა ყველა არჩევნები 2012 წლის შემდეგ, უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური ჩართულობა და მათი უსაფრთხოების გარანტიები კორონავირუსის გათვალისწინებით.
შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი, ასევე ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობა, თუმცა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაციისთვის აუცილებელია კიდევ უფრო ამბიციური მიზნების მიღწევა. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლს და ევროკავშირთან მეტი ფიზიკური ინტეგრაციის მნიშვნელობას ენერგეტიკული, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების მაქსიმალურად გამოყენებით.
მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტისთვის მზადებაზე, რომელიც მარტში გაიმართება და სადაც წარდგენილი იქნება კონკრეტული ხედვები, როგორც ხედავენ წევრი ქვეყნები აღმოსავლეთ პარტნიორობას 2020 წლის შემდეგ. პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართული მხარის მიდგომა გულისხმობს დამატებითი მექანიზმების შემუშავებას, მათ შორის დიფერენცირებულ მიდგომას საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის და იმსახურებს მეტ კონკრეტულ ინსტრუმენტს, მათ შორის ერთიან ბაზარზე წვდომისა და ევროკავშირისა და რეგიონის დამაკავშირებლის როლის გაძლიერების სახით.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამასახური ავრცელებს.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 307
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24