პოლიტიკა

საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო, თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის თანამდებობას ტოვებს

30.09.20 11:15


ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სამინისტროს საქმიანობის რვაწლიან ანგარიშს წარადგენს.

 

იუსტიციის მინისტრი გასული წლების საქმიანობას აჯამებს.

 

თეა წულუკიანი პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერია. ამდენად, საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარე, თეა წულუკიანი თანამდებობიდან უნდა გადადგეს და პირველი ოქტომბრიდან საარჩევნო კამპანიაში ჩაერთოს.

 

„ვიდრე მე და ჩემი გუნდის ზოგიერთი წევრი უკვე ორ დღეში საარჩევნო კამპანიაში კანდიდატის სტატუსით ჩავერთვებით, კანონი გვავალებს, თანამდებობებიდან გადავდგეთ და შევაჯამოთ ჩვენი რვაწლიანი საქმიანობა იუსტიციის სამინისტროში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა ანგარიშის წარდგენისას.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები