პოლიტიკა

თალაკვაძე: ახალ შესაძლებლობებს ვქმნით და ხელს ვუწყობთ ბიზნესში ახალი კლასის ჩამოყალიბებას

30.09.20 12:00


„ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს და ხელს ვუწყობთ ბიზნესში ახალი კლასის, ახალი წარმატებული თაობის ჩამოყალიბებას, საკუთარი ბიზნესის დასაწყებად, ახალგაზრდებს მეტი წვდომა უნდა ჰქონდეთ კაპიტალზე“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულების გამოვლენის ცერემონიაზე განაცხადა.

 

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებისთვის ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერა განსაკუთრებული პრიორიტეტია.

 

„მოხარული ვარ, რომ უკვე მესამე წელია ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და აქ შეკრებილი პროგრესული საზოგადოების ხშირი სტუმარი და მხარდამჭერი ვარ.

 

საქართველოს ხელისუფლებისთვის ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერა განსაკუთრებული პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია შევქმნათ ახალი შესაძლებლობები და ხელი შევუწყოთ ბიზნესში ახალი კლასის, ახალი წარმატებული თაობის ჩამოყალიბებას, საკუთარი ბიზნესის დასაწყებად, მივცეთ ახალგაზრდებს მეტი წვდომა კაპიტალზე.

 

სტარტაპების წვდომა ფინანსებთან და საწყის კაპიტალთან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მათი განვითარების ხელშეწყობისთვის. მნიშვნელოვანია სახელმწიფო დაფინანსების მიღების შემდეგაც ამ სტარტაპებს ჰქონდეთ შესაძლებლობა საქართველოშივე ისარგებლონ ვენჩურული ინვესტიციებით.

 

ვინაიდან კაპიტალის ბაზარი, ვენჩურული საინვესტიციო პლატფორმები და კულტურა ჩვენს ქვეყანაში განვითარების პროცესშია, პირველი სწორედ სახელმწიფო ქმნის ამის მაგალითს და გლობალური პოტენციალის მქონე ინოვაციური პროექტების დაფინანსებას 100.000 ლარიანი საგრანტო პროგრამით უზრუნველყოფს, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს სტარტაპის განვითარებისთვის",- განაცხადა თალკავძემ.

 

არჩილ თალაკვაძემ საერთაშორისო პარტნიორებს და ინვესტორებს, საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში მათი საქართველოში ყოფნა ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა არის დასავლური ოჯახის წევრი და საიმედო პარტნიორი.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები